ჩვენი ძალა თანასწორ გარემოშია!
თანამშრომელი ჩვენი მთავარი ღირებულებაა!
ჩვენთვის შრომითი უფლებები ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებაა. ვქმნით უსაფრთხო, თანასწორ და განვითარებისკენ მიმართულ სამუშაო გარემოს, სადაც ყოველი თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული კომპანია ბედნიერ და მოტივირებულ თანამშრომლებს ქმნის.
თანაბარი გარემო ყველასთვის
თანაბარი სამუშაო პირობები
ყოველი თანამშრომლისთვის უზრუნველვყოფთ გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი აღიარებულია და გათვალისწინებულია მათი უნიკალური საჭიროებები თუ შესაძლებლობები.
თანაბარი შესაძლებლობები
თითოეული თანამშრომელი იღებს თანაბარ შესაძლებლობებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის. მიზნების მიღწევა ინდივიდუალური მიდგომით არის შესაძლებელი.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
ჯანმრთელობის დაზღვევა
თანამშრომლების ჯანმრთელობაზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ევროინსი“ ზრუნავენ. მოქმედებს პარტნიორული პაკეტები.
ფსიქოლოგისა და ქოუჩის სერვისი
ხელმისაწვდომია კონფიდენციალური სეანსები ფსიქოლოგსა და ბიზნეს ქოუჩთან.
უსაფრთხო სამუშაო გარემო
ვიცავთ შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რათა სამუშაო სივრცე ყველასთვის დაცული და კომფორტული იყოს.
პერსონალური მონაცემების დაცვა
ინფორმაცია დაცულია სრულად, კანონმდებლობის შესაბამისად.
შრომის კოდექსის შესაბამისობა
კომპანიის შიდა პოლიტიკა სრულად შეესაბამება შრომის კოდექსის მოთხოვნებს.
სწავლა და განვითარება
პროფესიული კურსები და თანადაფინანსება
ხელს ვუწყობთ ცოდნის გაღრმავებას – ვაფინანსებთ დარგთან დაკავშირებულ ტრენინგებს.
დუალური საგანმანათლებლო პროგრამა
აკადემიური და პრაქტიკული სწავლების კომბინაცია – ემსახურება საწარმოო პროფესიების პოპულარიზაციას, ასევე – სწავლის პარალელურად დასაქმების ხელშეწყობას შესაბამისი ანაზღაურებით.
სერტიფიცირების მხარდაჭერა
კონკრეტულ პოზიციებზე საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიცირებისთვის ფინანსური მხარდაჭერა.
გუნდური აქტივობები
თიმბილდინგი, ჰაკათონები და სპორტული ტურნირები – თანამშრომელთა ერთობისა და ენერგიისთვის.
თანამშრომელთა ჩართულობა
წლიური კმაყოფილების კვლევები
რეგულარული გამოკითხვები თანამშრომელთა კმაყოფილებისა და მოტივაციის შესაფასებლად.
შიდა ორგანიზაციული კვლევები
დეპარტამენტების დონეზე ვსწავლობთ თანამშრომელთა საჭიროებებს.
ახალი და წასული თანამშრომლების კვლევა
ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი გამოცდილება შევქმნათ.
Item #1
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Item #2
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Item #3
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.