ბუნება ჩვენს ხელშია – გავუფრთხილდეთ ერთად!
ბუნების დაცვა - ჩვენი პასუხისმგებლობა
NMG ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ბიზნეს სუბიექტია. გვჯერა, რომ მდგრადი გარემო ჩვენი ყოველდღიურობიდან იწყება და ბუნებრივად აისახება საზოგადოებასა და გარემოზე. გარემოს დაცვაში თანამშრომლების ჩართულობა, ნარჩენების მართვა და რესურსების რაციონალური მოხმარება ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია.
ჩვენი მიზანია ეკოლოგიურად მდგრადი მომავლის შექმნა. NMG- სთვის გარემოზე ზრუნვა გრძელვადიანი ვალდებულებაა. ჩვენ ვირჩევთ მდგრად მომავალს.
პროექტები
ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენება
ჩვენი საწარმოები და სავაჭრო ობიექტები აღჭურვილია ენერგოეფექტური სისტემებითა და მზის პანელებით, რაც ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას უწყობს ხელს. მუდმივი ინოვაცია, ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება და ატმოსფერული გაფრქვევების მინიმალიზაცია კომპანიის სტრატეგიის მთავარი ბირთვია.
ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება
ჩვენს სუპერმარკეტებში წლებია, ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი პარკები გამოიყენება, რაც პლასტმასის ნარჩენების შემცირებას ემსახურება და მინიმუმამდე ამცირებს ზიანს გარემოზე.
ნარჩენების მართვა და რეციკლირება
„ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ მასშტაბით გადამუშავებადი ნარჩენების, მათ შორის მუყაოს, პლასტიკის, პოლიეთილენისა და მცენარეული ზეთის ნარჩენების სეპარაცია აქტიურად ხორციელდება. მათ გადამუშავებას პარტნიორი კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.
გამწვანების აქციები
მონაწილეობას ვიღებთ ქალაქში მწვანე ზონების შექმნაში
Item #1
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Item #2
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
Item #3
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.