სიახლეები

NMG აძლიერებს CSR მიმართულებას და პროექტების გაფართოებას გეგმავს

მრავალპროფილურ საინვესტიციო პლატფორმა NMG-ს CSR მიმართულება ახალ დონეზე აჰყავს. წლებია, კომპანია მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლებას, გარემოს დაცვასა და შრომით უფლებებს, თუმცა ახალი სახელით ოპერირებასთან ერთად, NMG სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით სისტემურ განვითარებას გეგმავს.

სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია NMG-სთვის ფორმალური ვალდებულების ფარგლებს სცილდება. კომპანიის მიზანია, რეალური წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და საზოგადოებაზე ხანგრძლივი, პოზიტიური ზემოქმედება მოახდინოს.

ხედვის ფარგლებში, NMG განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მომავალი თაობის განვითარებასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. კომპანია სტუდენტებს მხარს უჭერს სტიპენდიებით, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ მათი პროფესიული მოტივაციის ზრდას, არამედ კონკრეტული მიმართულების – კვების ტექნოლოგიების პოპულარიზაციას. ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა NMG-სთვის გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესსაც ემსახურება.

NMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონული სკოლების დახმარება. მთის რეგიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა და რესურსები ხშირად შეზღუდულია, კომპანია სკოლებს თანამედროვე კომპიუტერებითა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო მდიდარი ლიტერატურით ამარაგებს. ასევე, მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთებით ასაჩუქრებს. ინიციატივის მიზანია, მთის რეგიონალური სკოლების მოსწავლეებს ხარისხიან საგანმანათლებლო მასალებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, NMG აქტიურად მუშაობს დეფიციტური ტექნიკური პროფესიების პოპულარიზაციაზე. დღეს ბაზარზე ისეთ პროფესიონალებზეა მოთხოვნა, რომლებიც საწარმოო და ტექნიკურ პროცესებს მართავენ. სწორედ ამიტომ, NMG-მ ახალგაზრდებს კოლეჯური სწავლების რეალურ საწარმოო გამოცდილებასთან შეთავსება და დასაქმების შანსი შესთავაზა.

აღსანიშნავია გარემოს დაცვისა და შრომითი უფლებების CSR მიმართულებებიც: საწარმოები და სავაჭრო ობიექტები აღჭურვილია ენერგოეფექტური სისტემებითა და მზის პანელებით, სუპერმარკეტებში გამოიყენება ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი პარკები და ხორციელდება გადამუშავებადი ნარჩენების სეპარაცია. ასევე, კომპანია აქტიურად მონაწილეობს გამწვანების აქციებში. შრომითი უფლებების მიმართულებით კი NMG-ის პოლიტიკა ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების დანერგვაზე, რადგან ჯგუფს მიაჩნია, რომ დასაქმებულთა კეთილდღეობა კომპანიის მდგრადობის საფუძველია.

ახალი იდენტობით NMG მიზანმიმართულია, კიდევ უფრო სისტემურად განავითაროს  CSR მიმართულება, რაც გაზრდის პროექტების მასშტაბს და შექმნის რეალურ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისა თუ, ზოგადად, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.