რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად 60 გრამ ხაჭოს მიიღებთ

01.02.2026
3 წუთში წასაკითხი

ხაჭო თით­ქოს უბ­რა­ლო, ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი რძის პრო­დუქ­ტია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ის იმ „უხი­ლავ ჯა­დოს­ნურ საკ­ვებ­თა“ სი­ა­ში შე­დის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მთლი­ა­ნად გარ­დაქ­მნა. ჩვენ ხში­რად ვე­ძებთ ენერ­გი­ი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის წყა­როს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ვი­ტა­მი­ნებ­ში ან და­ნა­მა­ტებ­ში, როცა პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ მა­ცი­ვარ­ში გვქონ­დეს, და ეს ერთი კოვ­ზი ხა­ჭოა.

ბავ­შვო­ბი­დან გვეს­მის, რომ ხაჭო ძვლებს ამაგ­რებს, მაგ­რამ მისი სარ­გე­ბე­ლი მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ეს პრო­დუქ­ტი არის ცი­ლის, კალ­ცი­უ­მის, მაგ­ნი­უ­მის, ფოს­ფო­რი­სა და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პლექ­სი. სწო­რედ ამი­ტომ დი­ე­ტო­ლო­გე­ბი მას „მცი­რე ფორ­მა­ტის ენერ­გე­ტი­კულ სას­წა­ულს“ უწო­დე­ბენ.

თუ ყო­ველ­დღე მხო­ლოდ 60 გრამ ხა­ჭოს მი­ირ­თმევთ, არც ზედ­მე­ტად ბევ­რს, არც ძა­ლი­ან ცო­ტას, ერთ კვი­რა­ში იგ­რძნობთ ცვლი­ლე­ბას: გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ძი­ლის ხა­რის­ხი, გა­იზ­რდე­ბა ენერ­გია, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ასე­ვე კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და იმუ­ნი­ტე­ტი.

მო­დით ვნა­ხოთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა მოხ­დე­ბა თქვენს ორ­გა­ნიზ­მში, თუ ეს მარ­ტი­ვი, მაგ­რამ სა­ოც­რად ჯან­სა­ღი ჩვე­ვა თქვე­ნი დღის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა.

ხაჭო – ბუ­ნებ­რი­ვი ცი­ლის წყა­რო

60 გრამ ხა­ჭო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10–12 გრა­მი ცი­ლაა, რაც მას ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ცი­ლო­ვან პრო­დუქ­ტად აქ­ცევს.

ცილა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კუნ­თე­ბის აღ­სად­გე­ნად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად; კა­ნი­სა და თმის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

თუ ყო­ველ­დღე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ხა­ჭოს მი­ირ­თმევთ, ორ­გა­ნიზ­მი ნელა მო­სა­ნე­ლე­ბელ ცი­ლას – კა­ზე­ინს მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ენერ­გი­ის თა­ნა­ბარ გა­ნა­წი­ლე­ბას მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ტვი­ნის მუ­შა­ო­ბა და მეხ­სი­ე­რე­ბა

ხაჭო მდი­და­რია B12 ვი­ტა­მი­ნით, რო­მე­ლიც აუმ­ჯო­ბე­სებს ტვი­ნის უჯრე­დე­ბის კვე­ბას და აძ­ლი­ე­რებს მეხ­სი­ე­რე­ბას. რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა ხელს უწყობს კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და ამ­ცი­რებს ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას. ხაჭო გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ძვლე­ბის და კბი­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა

ხაჭო ბუ­ნებ­რი­ვი წყა­როა კალ­ცი­უ­მის, ფოს­ფო­რი­სა და D ვი­ტა­მი­ნის, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძვლე­ბის სიმ­ტკი­ცის­თვის. თუ დღე­ში 60 გრამ ხა­ჭოს მი­ირ­თმევთ, ორ­გა­ნიზ­მი მი­ი­ღებს დღი­უ­რი კალ­ცი­უ­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15–20%-ს. ხაჭო გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ზარ­დე­ბის­თვის და მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდ­ში მყო­ფი ქა­ლე­ბის­თვის, როცა კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბა ძვლის და­სუს­ტე­ბას იწ­ვევს.

გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა

ხაჭო შე­ი­ცავს კა­ლი­უმს და მაგ­ნი­უმს, მი­ნე­რა­ლებს, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რე­ბენ გუ­ლის მუ­შა­ო­ბის რიტმს და ამ­ცი­რე­ბენ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას. გარ­და ამი­სა, და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი ხაჭო ხელს უწყობს „ცუდი ქო­ლეს­ტე­რი­ნის“ შემ­ცი­რე­ბას და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას აუმ­ჯო­ბე­სებს.

იმუ­ნი­ტე­ტის ბუ­ნებ­რი­ვი გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი

ხა­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი ხელს უწყო­ბენ იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მუ­შა­ო­ბას. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია გა­ცი­ე­ბის სე­ზონ­ზე, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი უფრო სწრა­ფად ებ­რძვის ინ­ფექ­ცი­ებს.

უკე­თე­სი ძილი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა

ხაჭო შე­ი­ცავს ტრიპ­ტო­ფანს, ამი­ნომ­ჟა­ვას, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა სხე­ულს სე­რო­ტო­ნი­ნი­სა და მე­ლა­ტო­ნი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. თუ სა­ღა­მოს მცი­რე ულუ­ფა ხა­ჭოს მი­ირ­თმევთ, ეს და­გეხ­მა­რე­ბათ ღამე უფრო მშვი­დად და სწრა­ფად და­ი­ძი­ნოთ.

წო­ნის კონ­ტრო­ლი

მცი­რე კა­ლო­რი­უ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად (60 გრამ­ში მხო­ლოდ 70–80 კკალ), ხა­ჭოს მირ­თმე­ვის შემ­დეგ დიდ­ხანს დაგ­რჩე­ბათ და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა. ამი­ტომ დი­ე­ტო­ლო­გე­ბი ამ პრო­დუქტს ხში­რად ურ­ჩე­ვენ მათ, ვინც ცდი­ლობს წო­ნის დაკ­ლე­ბას ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხაჭო

ხაჭო პა­ტა­რა ულუ­ფი­თაც დიდ საქ­მეს აკე­თებს. ეს არის მარ­ტი­ვი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­თოთ თქვენს მე­ნი­უ­ში. ხა­ჭოს შერ­ჩე­ვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ცხი­მი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რად­გან სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს მის კა­ლო­რი­უ­ლო­ბა­სა და ტექ­სტუ­რას. მა­გა­ლი­თად, უცხი­მო „დღის“ ხაჭო (0%) სა­უ­კე­თე­სოა მათ­თვის, ვინც აკონ­ტრო­ლებს წო­ნას ან სპორ­ტი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, იგი შე­ი­ცავს ნაკ­ლებ კა­ლო­რი­ას, მაგ­რამ ინარ­ჩუ­ნებს მა­ღალ ცი­ლო­ვან შემ­ცვე­ლო­ბას. ხოლო 6%-იანი „დღის“ ხაჭო, უფრო ნაზი, კრე­მი­სებ­რი და არო­მა­ტუ­ლია. იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­უზ­მის­თვის ან დღის ბო­ლოს ენერ­გი­ის შე­სავ­სე­ბად. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ: თუ დი­ე­ტა­ზე ხართ, აირ­ჩი­ეთ უცხი­მო ხაჭო, ხოლო თუ გსურთ გემ­რი­ე­ლი და ნოყი­ე­რი პრო­დუქ­ტი, 6%-იანი ხაჭო თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.