კარიერა

თანამშრომელი ჩვენი მთავარი ღირებულებაა

კარიერა

თანამშრომელი ჩვენი მთავარი ღირებულებაა

აღმოაჩინე შესაძლებლობა განვითარებისთვის

NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოში. ჩვენი შვილობილი კომპანიები 10 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და კარიერული ზრდისა და განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენი გუნდი ჩვენი უმთავრესი ძალა და ფასეულობაა. წარმატების გზა სწორედ თანამშრომლების კვალიფიკაციასა და ერთგულებაზე გადის!

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო მდგრად და სტაბილურ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაციები და სწრაფვა ცოდნის გაღრმავებისკენ, შემოგვიერთდი. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და აღმოაჩინე შესაძლებლობა განვითარებისთვის!

ჩვენ გთავაზობთ

ბენეფიტები და სამუშაო გარემო

ჩვენთან დაგხვდებათ:

● ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო, ხელშეწყობა კარიერულ წინსვლაში;

● თანამშრომლების კეთილდღეობის პროგრამები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მხარდაჭერის ინიციატივები და სხვა სოციალური პროექტები;

● თიმბილდინგი და კორპორატიული ღონისძიებებისაინტერესო აქტივობები გუნდურობის ხელშეწყობისთვის;

● შიდა ფასდაკლების ბარათიგანსაკუთრებული შეთავაზებები ჩვენი წარმოების პროდუქციაზე.

კარიერული განვითარება

ჩვენთან დასაქმებით შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ:

● პროფესიული სასწავლო კურსების დაფინანსება და პროფილური ტრენინგების გავლის შესაძლებლობა;

● თანამშრომლების გადამზადება: სწავლების უწყვეტი პროგრამები პროფესიული უნარების განვითარებისთვის;

● კარიერული განვითარების შესაძლებლობა: შიდა დაწინაურების სისტემა და ახალი გამოწვევები კარიერული ზრდისთვის;

შემოგვიერთდი

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, აირჩიე სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კარიერა.

შენი კარიერული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია!

დასაქმების პროცესი

როგორ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან დასაქმებით, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@nmg.com.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება, რომ შევძლოთ თქვენი კანდიდატურის განხილვა. 

რეზიუმეების მიღება და გადარჩევა
ჩვენი HR გუნდი განიხილავს ყველა შემოსულ განაცხადს და შეარჩევს შესაბამის კანდიდატებს.
გასაუბრება და ტესტირება
შერჩეულ კანდიდატებს ვიწვევთ გასაუბრებაზე.
ონბორდინგი და ადაპტაცია
წარმატებულ კანდიდატებს ვეხმარებით ინტეგრაციასა და ადაპტაციაში.
მოკიდეთ & ჩააგდეთ ფაილი აქ
ან

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.