სიახლეები
წარმატება რიცხვებში
ნდობისა და გამოცდილების 27 წელი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება. წლების განმავლობაში გრძელი, საინტერესო და წარმატებული გზა გავიარეთ. დღეს NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) მრავალპროფილური საინვესტიციო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების, „რითეილის“, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.
ჩვენ ვაშენებთ მდგრად და ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნეს გარემოს, ვაძლიერებთ ეკონომიკას და ვიზიარებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
საკრედიტო რეიტინგი
BB-
საერთაშორისო სანდოობა და გამჭვირვალობა
2019 წლიდან NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings-ის მიერ მინიჭებულ საკრედიტო რეიტინგს ფლობს.
საკრედიტო რეიტინგი წარმოადგენს დამოუკიდებელი სარეიტინგო სააგენტოს შეფასებას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ბიზნესპროფილისა და საკრედიტო შესაძლებლობების შესახებ.
საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის არსებობა ხელს უწყობს გამჭვირვალობას და დაინტერესებული მხარეებისთვის კომპანიის ფინანსური პროფილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.