„თუ გსურს იარო სწრაფად, იარე მარტო. თუ გსურს წახვიდე შორს, იარეთ ერთად.“ – ეს ცნობილი აფრიკული ანდაზა თანამედროვე ბიზნესის რეალობას საუკეთესოდ ასახავს. ბიზნესის ისტორია და გლობალური გამოცდილება ადასტურებს, რომ ცალკეული, თუნდაც ძალიან წარმატებული კომპანიების რესურსი მასშტაბურ გამოწვევებს შესაბამისად ვერ პასუხობს. გრძელვადიანი განვითარების ეტაპზე, ინდივიდუალური ოპერირების მოდელი ნაკლებად ეფექტური ხდება.
სწორედ ამ ზღვარზე იბადება სინერგიის ეფექტი – კონცეფცია, რომელიც NMG-ის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
NMG-ის პორტფელში შემავალი 15-ზე მეტი დამოუკიდებელი კომპანია არ არის მხოლოდ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესების ერთობლიობა. ეს არის ერთიანი, ცოცხალი ეკოსისტემა. რას ნიშნავს სინერგია პრაქტიკაში?
ოპერაციული ავტონომია და კორპორატიული სიმყარე
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მრავალპროფილიანი ჰოლდინგების მართვაში ბრენდების ინდივიდუალურობის შენარჩუნებაა. NMG-ის მოდელში შვილობილი კომპანიები სრულად ინარჩუნებენ თავიანთ უნიკალურ იდენტობას, ხასიათსა და ოპერაციულ დამოუკიდებლობას ბაზარზე. თუმცა, ეს ავტონომია არ ნიშნავს მარტო ყოფნას. ყოველი ბრენდის ზურგს უკან დგას ჰოლდინგის ინსტიტუციური სიმყარე, მრავალწლიანი გამოცდილება და ფინანსური სტაბილურობა.
ჯვარედინი უპირატესობა
როდესაც ეკოსისტემაში 15-ზე მეტი განსხვავებული ბრენდი ერთიანდება, დაგროვილი გამოცდილება ფასდაუდებელ აქტივად იქცევა. ჯვარედინი კავშირები მნიშვნელოვნად აჩქარებს თითოეული ბრენდის განვითარების ტემპს და ამცირებს შეცდომების ალბათობას.
ღია შესაძლებლობები და მდგრადი ბიზნეს-გარემო
სანდო პარტნიორობასა და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული შიდა ბიზნესგარემო მუდმივად ქმნის ახალ შესაძლებლობებს. კომპანიებს შორის არსებული მჭიდრო კოლაბორაცია მდგრადი განვითარების გარანტია.
კოლაბორაციის ეს უნიკალური მოდელი NMG-ს აძლევს ძალას, ცალკეული კომპანიების ლოკალური წარმატებები ერთიან პროგრესად აქციოს.