ვინ ვართ ჩვენ
NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) მრავალპროფილური საინვესტიციო ბიზნეს პლატფორმაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა სექტორში წარმატებულ და მზარდ კომპანიებს ფლობს. ჯგუფში შემავალი ბრენდები არაერთი მიმართულებით ოპერირებენ, რაც NMG-ის სანდო საინვესტიციო და ბიზნეს პარტნიორად აქცევს.
სურსათის წარმოება
ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურფუნთუშეული, მზა საკვები, საკალმახე მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – მევენახეობა;
სუპერმარკეტების ქსელი
საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ფართო საცალო სავაჭრო ქსელი „ნიკორა სუპერმარკეტი” და კომპანია „ლიბრე”, ქვეყნის მასშტაბით, 600-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი.
„ნიკორა სუპერმარკეტი” 2000 წლიდან ფუნქციონირებს და 300-ზე მეტი ფილიალით სუპერმარკეტების წამყვანი ქსელია ქვეყანაში.
„ლიბრე” ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. სუპერმარკეტების სწრაფად მზარდი, ხელმისაწვდომი ქსელი 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
თანამედროვე სასაწყობე მეურნეობები
NMG–ის მფლობელობაშია შვიდი თანამედროვე სასაწყობე მეურნეობა ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ფოთი, ქუთაისი, ბათუმი), რაც უზრუნველყოფს პროდუქტების უსაფრთხოდ შენახვას, ეფექტურ განაწილებასა და დროულ მიწოდებას საცალო ქსელებისთვის.
სადისტრიბუციო მიმართულება
სადისტრიბუციო მიმართულებით მაღალი დონის მომსახურებას „პარტნიორი“ უზრუნველყოფს. დისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მრავალფეროვანი პროდუქციის კატეგორიებში ხორციელდება. კომპანიის პორტფელი სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს და მოიცავს მშრალი, სამაცივრე და გაყინული პროდუქციის ტრანსპორტირებას. „პარტნიორში“ 1000-მდე ადამიანი დასაქმებული.
იმპორტი
2005 წლიდან „ინტრეიდი” ახორციელებს საკვები პროდუქტებისა და სასმელების იმპორტს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პორტფელი მოიცავს მსოფლიო ბრენდების პრემიუმ კლასის პროდუქციას შემდეგ კატეგორიებში: პრემიუმ კლასის ალკოჰოლური, უალკოჰოლო, ენერგეტიკული სასმელები, რძის პროდუქტები, მზა ხორცპროდუქტები, სნექები, თევზეული.
კომერციული უძრავი ქონების ოპერირება
NMG ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების მართვასა და ოპერირებას, უზრუნველყოფს ობიექტების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, გაქირავებასა და ადმინისტრირებას როგორც შიდა, ისე გარე პარტნიორებისთვის.
ჩვენი საქმიანობა
განვსაზღვრავთ ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს
უზრუნველვყოფთ ზრდის შესაძლებლობებსა და მხარდაჭერას
ვქმნით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საერთო პლატფორმას
ვზრუნავთ საზოგადოებაზე
წარმოვადგენთ ჯგუფის ინტერესებს საინვესტიციო სივრცეებსა და საზოგადოებრივ კომუნიკაციებში
ხელს ვუწყობთ საწარმოო ტექნოლოგიურ წინსვლას და ვნერგავთ თანამედროვე მიდგომებს
მისია
ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ხელს უწყობს ეკონომიკური და საზოგადოებრივი ღირებულებების ზრდას.
ღირებულებები
ნდობა
ვასრულებთ დანაპირებს და ვქმნით სანდო გარემოს
გამჭვირვალობა
ვაწარმოებთ ღია კომუნიკაციას და უზრუნველვყოფთ პროცესების გამჭვირვალობას
სტაბილურობა
ვაშენებთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტობასა და პროგრესს
პარტნიორობა
ვამყარებთ ურთიერთობებს საერთო მიზნებისა და ღირებულებების ირგვლივ
პასუხისმგებლობა
ვიცავთ ეთიკისა და მდგრადობის პრინციპებს
ზრუნვა
ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა დადებითად ავსახოთ თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე
მმართველობის პრინციპები
ჩვენი მართვის სტრუქტურა ეფუძნება სინერგიას, დამოუკიდებლობას და სტრატეგიულ ხედვას:
დამოუკიდებლობა ოპერირებაში
შვილობილი ბრენდები მოქმედებენ ბაზრის სპეციფიკის შესაბამისად საერთო მიზნების ფარგლებში
სტრატეგიული კოორდინაცია და მხარდაჭერა
ჯგუფი უზრუნველყოფს მხარდაჭერას ინვესტიციების მოზიდვის, განვითარებისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში
სინერგიული მართვა და გამოცდილების გაზიარება
ცოდნის ცირკულაცია ჯგუფის შიგნით ქმნის საერთო ეფექტიანობას
გამჭვირვალობა და პასუხისმგებლიანი მენეჯმენტი
ჯგუფი ადგენს სტანდარტებს, შვილობილი კომპანიები კი მოქმედებენ პასუხისმგებლობით, საერთო სტანდარტებისა და ჩარჩოების დაცვით
წარმატება რიცხვებში
მისია
ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს ბრენდების გრძელვადიან განვითარებას და ხელს უწყობს ეკონომიკური და საზოგადოებრივი ღირებულებების ზრდას.
ნდობა, რომელიც აყალიბებს მომავალს
ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ქმნის გარემოს, რომელიც ეფუძნება ნდობას, ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობასა და სტრატეგიულ განვითარებას. ჩვენი მიზანია ახალი შესაძლებლობების შექმნა და ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ღირებულებების გაძლიერება.
ჩვენი საქმიანობა
ნიკორა მენეჯმეტ ჯგუფის (NMG)- ის როლია ჯგუფის შიგნით არსებული კომპანიების
განვითარებისა და წარმატების ხელშეწყობა. ჩვენ:
განვსაზღვრავთ ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს
ვუზრუნველვყოფთ ზრდის შესაძლებლობებსა და მხარდაჭერას
ვქმნით საერთო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას
ვზრუნავთ საზოგადოებაზე
განვსაზღვრავთ ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს
ნდობა, რომელიც აყალიბებს მომავალს
ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ქმნის გარემოს, რომელიც ეფუძნება ნდობას, ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობასა და სტრატეგიულ განვითარებას. ჩვენი მიზანია ახალი შესაძლებლობების შექმნა და ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ღირებულებების გაძლიერება.