ცოდნა ქმნის შესაძლებლობებს!

განათლების მხარდაჭერა

NMG-სთვის განათლების ხელშეწყობა და მომავალი თაობის მხარდაჭერა განსაკუთრებული პრიორიტეტია. წლებია, ვახალისებთ სტუდენტებს სტიპენდიებით, რადგან გვჯერა, რომ ასეთი მხარდაჭერა პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთის რეგიონების სკოლების დახმარება – მათთვის ბიბლიოთეკების შექმნა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ამ სკოლებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენი პროექტები ეხმარება მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარების განვითარებასა და ლიტერატურასთან წვდომაში.

NMG ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებას, უჭერს მხარს ინოვაციურ საგანმანათლებლო ინიციატივებს და ქმნის შესაძლებლობებს მომავალი თაობისთვის

პროექტები

მთის რეგიონული სკოლების დახმარება

ნიკორა ჯგუფი ეხმარება მთის რეგიონების სკოლებს საჭირო ტექნიკითა და სასწავლო რესურსებით. პროექტის ფარგლებში სკოლებს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები, ბიბლიოთეკისთვის წიგნები და მოსწავლეებს ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.

ნიკორა ჯგუფი ხელს უწყობს კვების ტექნოლოგიების მიმართულების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას სტიპენდიებით. ეს პროექტი ეხმარება მოწინავე სტუდენტებს ფინანსურად და ზრდის მათ მოტივაციას პროფესიულ განვითარებაში.

საგანმანათლებლო ინიციატივა დეფიციტური პროფესიების, მათ შორის ტექნიკური სპეციალობების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის პროფ-ორიენტაციების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სექტორთან კოლეჯურ სწავლებას რეალურ საწარმოო პროცესებთან აკავშირებს.

Item #1

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.