თანამედროვე ბიზნესგარემოში ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ყოველდღიურად მეტ მნიშვნელობას იძებს. NMG-ისთვის მწვანე ენერგიის განვითარება გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჯგუფის მართვისა და ოპერირების სტანდარტებს.
2022 წლიდან დღემდე, ჯგუფმა მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა საწარმოო და საოპერაციო პროცესებში მზის ენერგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის. ეს ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ თეორიული განაცხადი და ის ეფუძნება ხელშესახებ, რეალურ მაჩვენებლებს, რომლებიც ყოველდღიურად ცვლის გარემოს უკეთესობისკენ.
NMG-ში შემავალი კომპანიების მასშტაბი და ერთიანი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ ეკოლოგიურ მაჩვენებლებზე. მწვანე ინიციატივების ფარგლებში მიღწეული ერთობლივი შედეგები ასე გამოიყურება:
- 5 000 000 დაზოგილი kWh – რესურსების ოპტიმალური მართვისა და ალტერნატიული, მწვანე ენერგიის წყაროების ათვისების პირდაპირი შედეგი;
- 2 214 ტონით ნაკლები CO₂ – მავნე გამონაბოლქვის შემცირება, რაც ჩვენი ქალაქებისთვის უფრო სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ ურბანულ გარემოს ნიშნავს;
- 2 713 გადარჩენილი ხე – ენერგიის ოპტიმიზაციით მიღებული ეკოლოგიური ეფექტი, რომელიც მწვანე საფარის შენარჩუნების ტოლფასია;
ეს მაჩვენებლები მხოლოდ საწყისი ეტაპია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ახორციელებს. NMG-ის კორპორაციული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ჯგუფში შემავალი თითოეული საწარმოსა და ობიექტის ეტაპობრივ ეკო-ტრანსფორმაციას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ ათვისებას.