სიახლეები

NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური შედეგების მქონე აბიტურიენტი 5 000 ლარით დააჯილდოვა

ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფმა (NMG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განათლების მხარდაჭერის ახალი ინიციატივა დაიწყო. კომპანიამ 5 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა ჩაბარებულ საგანში უმაღლესი, მაქსიმალური შეფასება მიიღო.

პირველი ჯილდოს მფლობელი ქუთაისელი აბიტურიენტი, ანანო ბაბუნაშვილი გახდა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად სწავლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა მაჩიტიძე, ხოლო კომპანიის სახელით ჯილდო ანანო ბაბუნაშვილს NMG-ის დირექტორის მოადგილემ, დავით ურუშაძემ გადასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა კომპანიის CSR სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობის მოტივირება NMG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უმთავრესი პრინციპია. როდესაც ახალგაზრდა ასეთ ფენომენალურ შედეგს აღწევს და ყველა საგანში უმაღლეს, მაქსიმალურ ქულას იღებს, ეს განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. 5000 ლარიანი ჯილდო არის ჩვენი ინვესტიცია მის მომავალსა და აკადემიურ წარმატებაში. გვსურს, თითოეულმა ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ მათ მიღწევებს დიდი მნიშვნელობა.“

ინიციატივის მნიშვნელობასა და ბიზნესის ჩართულობაზე კომენტარი გააკეთა შეფასებისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ.

„განათლების სფეროსა და, ამ შემთხვევაში, წარმატებულ აბიტურიენტთა მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ინიციატივები მოსწავლეებისთვის ერთგვარი სტიმულია, რადგან მოწმობს, რომ მათი შრომა და წარმატება საზოგადოებისთვის ფასეულია.“

NMG-ის ახალი ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და უმაღლესი აკადემიური შედეგის მქონე აბიტურიენტების წახალისებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.