ენერგოეფექტურობა, როგორც სტრატეგიული არჩევანი

თანამედროვე ბიზნესგარემოში ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ყოველდღიურად მეტ მნიშვნელობას იძებს. NMG-ისთვის მწვანე ენერგიის განვითარება გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჯგუფის მართვისა და ოპერირების სტანდარტებს. 2022 წლიდან დღემდე, ჯგუფმა მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა საწარმოო და საოპერაციო პროცესებში მზის ენერგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის. ეს ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ თეორიული განაცხადი და ის ეფუძნება ხელშესახებ, რეალურ მაჩვენებლებს, რომლებიც ყოველდღიურად ცვლის გარემოს უკეთესობისკენ. NMG-ში შემავალი კომპანიების მასშტაბი და ერთიანი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ ეკოლოგიურ მაჩვენებლებზე. მწვანე ინიციატივების ფარგლებში მიღწეული ერთობლივი შედეგები ასე გამოიყურება: 5 000 000 დაზოგილი kWh – რესურსების ოპტიმალური მართვისა და ალტერნატიული, მწვანე ენერგიის წყაროების ათვისების პირდაპირი შედეგი; 2 214 ტონით ნაკლები CO₂ – მავნე გამონაბოლქვის შემცირება, რაც ჩვენი ქალაქებისთვის უფრო სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ ურბანულ გარემოს ნიშნავს; 2 713 გადარჩენილი ხე – ენერგიის ოპტიმიზაციით მიღებული ეკოლოგიური ეფექტი, რომელიც მწვანე საფარის შენარჩუნების ტოლფასია; ეს მაჩვენებლები მხოლოდ საწყისი ეტაპია იმ დიდი პროცესისა, რომელსაც ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ახორციელებს. NMG-ის კორპორაციული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ჯგუფში შემავალი თითოეული საწარმოსა და ობიექტის ეტაპობრივ ეკო-ტრანსფორმაციას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ ათვისებას.
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე – ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში

თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში წარმატების ფორმულა სრული ციკლის კონტროლია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT Sloan) მკვლევარები თანხმდებიან, რომ დღეს ბიზნესში წარმატებული კომპანია სრულად ინტეგრირებული ეკოსისტემაა, რომელიც მთელ ციკლს აკონტროლებს – იდეიდან მომხმარებლამდე. მოდელი ცნობილია, როგორც ვერტიკალური ინტეგრაცია. სტრატეგიის თანახმად, კომპანია თავად აკონტროლებს წარმოების პროცესსა და მიწოდების ჯაჭვს, რითაც ამცირებს ან გამორიცხავს დამოკიდებულებას მესამე მხარის მომწოდებლებზე. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით მუშაობენ, რადგან ეს მოდელი ოთხ ძირითად უპირატესობას ქმნის: სრული კონტროლი პროცესზე კომპანია გეგმავს, აკვირდება და მართავს მთელ ჯაჭვს. პროცესში არ არსებობს „უკონტროლო” რგოლი; ხარჯების ოპტიმიზაცია შუამავლების შემცირება ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს, მეტ მოგებას, უკეთეს ფასს ბაზარზე; სისწრაფე და მოქნილობა როდესაც ყველა ეტაპი ერთ სისტემაშია მოქცეული, ბაზრის ცვლილებებზე რეაგირება სწრაფად და ეფექტიანად ხდება; ანალიტიკა და მონაცემები ერთიანი სისტემა ნიშნავს ერთიან მონაცემებს, რაც ბიზნესს რეალურ დროში პროგნოზირებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ ტიპის ჰოლდინგს წარმოადგენს NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი), სადაც ვერტიკალური ინტეგრაცია ჯგუფში შემავალი 15-მდე კომპანიის ყოველდღიური ოპერირების საფუძველია და ბუნებრივად ქმნის კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე. ჰოლდინგის სტრუქტურა სრულ ციკლს მოიცავს – ერთი მხრივ, ნედლეულის იმპორტს, საკუთარ წარმოებასა და საცალო გაყიდვას, მეორე მხრივ კი – მზა პროდუქციის შემოტანასა და რეალიზაციას. ეს ნიშნავს, რომ NMG თავად აკონტროლებს ყველა კრიტიკულ ეტაპს: იმპორტი და ნედლეულის მოძიება NMG მართავს პროდუქციისა და ნედლეულის მიღების პროცესს როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო მომწოდებლებისგან, რაც უზრუნველყოფს ასორტიმენტის მრავალფეროვნებასა და მიწოდების უწყვეტობას. წარმოება პროდუქცია იქმნება საკუთარი საწარმოო ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის ერთიან სტანდარტსა და პროცესების სრულ კონტროლს. ლოგისტიკა შიდა ლოგისტიკური სისტემა მარაგების გონივრულ მართვასა და პროცესების ზუსტ დაგეგმვას უზრუნველყოფს. დისტრიბუცია პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით ნაწილდება დროულად და საჭირო რაოდენობით. საცალო ქსელი საკუთარი ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურ დროში დავინახოთ ბაზრის მოთხოვნები და მათზე სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ამ მიდგომის შედეგად, ჯგუფში შემავალი კომპანიები ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას საკუთარ ბაზრებზე, პროდუქტებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, მაგრამ, ამავე დროს, ინტეგრირდებიან საერთო მიწოდების ჯაჭვში, მართვის სტანდარტებსა და განვითარების ლოგიკაში. სწორედ ეს ბალანსი ავტონომიასა და ინტეგრაციას შორის აძლევს NMG-ს საშუალებას, ეფექტიანად მართოს მრავალფეროვანი პორტფელი და უზრუნველყოს ჯგუფის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდა.