„ნიკორა სუპერმარკეტი“ NMG-ის ერთ-ერთი უმსხვილესი შვილობილი კომპანიაა. ბრენდის სახელის ქვეშ პირველი მაღაზია 2000 წელს გამოჩნდა და უკვე 25 წელია, ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს.
დღეს „ნიკორა სუპერმარკეტი“ ყველაზე ფართო საცალო სავაჭრო ქსელია საქართველოში, წარმოდგენილია 300-ზე მეტი ფილიალით და 5 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანია მოსახლეობას მაღალი ხარისხის მრავალფეროვან არჩევანს და გამარტივებულ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას სთავაზობს.
სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ
ქსელში დაცულია სურსათის უვნებლობის უმაღლესი სტანდარტები. ხარისხზე ზრუნვა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკის მიხედვით ხორციელდება. დანერგილია:
ISO 9001
ხარისხის მართვის სისტემა
ISO 22000
სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა
HACCP
სურსათის უსაფრთხოების რისკების მართვის სისტემა
ყველაფერი ერთ სივრცეში
ქსელში ხელმისაწვდომია 7500-მდე დასახელების პროდუქტი. მათ შორის - ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი არჩევანი და იმპორტირებული საკვები, სასმელი თუ ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.