NMG-ში შემავალი რძის პროდუქტების კომპანია 2003 წელს შეიქმნა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს სთავაზობს. 2017 წლიდან ბრენდი ბაზარზე „დღის პროდუქტების“ სახელწოდებით ოპერირებს.
კომპანიის მთავარი ღირებულება ჯანსაღი და სანდო პროდუქციის შექმნაა მთელი ოჯახისთვის. პროდუქტების გამორჩეულ გემოსა და სარგებლიანობას, მაღალი ხარისხის რძესა და ნედლეულთან ერთად, ხარისხზე ორიენტირებული წარმოება განსაზღვრავს.
ხარისხი, რომელსაც ვუზრუნველვყოფთ
კომპანიაში დანერგილია სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
ISO 9001
ხარისხის მართვის სისტემა
ISO 22000
სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა
HACCP
სურსათის უსაფრთხოების რისკების მართვის სისტემა
დღის პროდუქტების ასორტიმენტი:
ბრენდის მთავარი ფასეულობა დაფუძნებულია ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. ასორტიმენტი მოიცავს:
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.