სუპერმარკეტების ქსელი „ლიბრე“ NMG-ის კიდევ ერთი შვილობილი ბრენდია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა და საქართველოს ყველა რეგიონში 300-ზე მეტი სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი. კომპანია, რომელიც 4,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული.
ბრენდის მიზანია, შექმნას ხელმისაწვდომი და კომფორტული სავაჭრო გარემო, სადაც ყველა საჭირო პროდუქტის შეძენა გამარტივებულად, სახლთან ახლოს, ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.
მაღალი ხარისხი და სტაბილურობა
„ლიბრეში“ სურსათის უვნებლობისა და მართვის საერთაშორისო სტანდარტებია დამკვიდრებული. კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს.
ISO 9001
ხარისხის მართვის სისტემა
ISO 22000
სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა
HACCP
სურსათის უსაფრთხოების რისკების მართვის სისტემა
მრავალფეროვანი ასორტიმენტი
„ლიბრეს“ ქსელურ სუპერმარკეტებში 3500-მდე დასახელების პროდუქტია ხელმისაწვდომი. შესაძლებელია როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე - იმპორტირებული პროდუქციის შეძენა.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.