„მზარეული“ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს 2003 წლიდან აწარმოებს.
თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, „მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები კერძების ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მომზადების საშუალებას იძლევა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
ხარისხი, რომელსაც ენდობით
„მზარეულის” საწარმოში საერთაშორისო სტანდარტებით განმტკიცებული უსაფრთხოების ნორმები მოქმედებს. დანერგილია:
ISO 9001
ხარისხის მართვის სისტემა
ISO 22000
სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა
HACCP
სურსათის უსაფრთხოების რისკების მართვის სისტემა
ნახევარფაბრიკატების ხაზი
ნახევარფაბრიკატების წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გემოვნური თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას ემსახურება.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.