„ოკეანე“ თევზის გადამამუშავებელი წამყვანი საწარმოა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა.
წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეული ნორვეგიის სანაპიროებთან, ატლანტის ოკეანეში, ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა რეგიონში მოიპოვება. ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს, რომლის წარმოებაც საქართველოში პირველად სწორედ „ოკეანემ“ დაიწყო.
„ოკეანე“ მოქმედებს პასუხისმგებლიანი წარმოების პრინციპებით. სურსათის უვნებლობა და სტანდარტების დაცვა საწარმოს ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. დანერგილია:
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ცივად შებოლილ, ცხლად შებოლილ და დამარილებულ თევზეულს, პრესერვებსა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ თევზის სალათებს.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.