Group Exercise is More Beneficial for Human Health

ვარჯიში მარტო თუ ჯგუფთან ერთად  სასარგებლოა ადამიანისთვის.  საინტერესოა თქვენთვის რა უფრო მიმზიდველია? ქუჩაში, სპორტდარბაზში, მარტო სიარული, სირბილი თუ უფრო მეტად ფიტნეს გაკვეთილები, სადაც ყველა სუნთქავს, მოძრაობს სინქრონულად და საერთო ჰარმონიაა. რომელი მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. ვარჯიშს ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის. იგი აუმჯობესებს ძილს, ხასიათს, ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს გონებრივი კონცენტრაციის მომატებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფურ ვარჯიშს უპირატესობა აქვს და კიდე უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. გუნდურობა მარტო ვარჯიშის საწინააღმდეგოდ მკვლევარები შეეცადნენ კვლევებით დაედგინათ თუ რამდენად დაეხმარებოდა ჯგუფური ვარჯიშები  მაღალი სტრესის მქონე ჯგუფებს,  მაგალითად მედიკოსებს.  კვლევის დასაწყისში შეფასდა  მედიკოსების ცხოვრების ხარისხი  – გონებრივი, ფიზიკური,   ემოციური. დაკვირვება ხდებოდა, როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ მოვარჯიშეებზე. ყოველ ოთხ კვირაში  განმეორებით ფასდებოდა მათი მდგომარეობა. კვლევის დასაწყისში ყველა მედიკოსს ჰქონდა თითქმის ერთი და იგივე მენტალური ჯანმრთელობის მაჩვენებელი. 12 კვირის შემდეგ, ჯგუფურად მოვარჯიშეებში შეინიშნებოდა ცხოვრების ხარისხის სამივე სახეობაში გაუმჯობესება (გონებრივი, ფიზიკური, ემოციური). ის მედიკოსები, რომლებიც ჯგუფურ არცერთ ვარჯიშს არ ასრულებდნენ და მხოლოდ ფეხით დადიოდნენ ან იყენებდნენ ველოსიპედს დანიშნულების ადგილას მისასვლელად, მათთან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა არც სტრესის დონე და არც ცხოვრების ხარისხი. კვლევის განზოგადება ყველა მაღალი სტრესის მქონე ჯგუფებზე სასურველი არ არის, რადგან არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც გასათვალისიწნებელია, კერძოდ კვლევაში მხოლოდ ერთი სფეროს წარმომადგენლები (მედიკოსები) იყვნენ ჩართულები და ასევე მონაწილეთა სიმცირე (მხოლოდ 69 მედიკოსი მონაწილეობდა) . მართალია, შედეგები სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, თუმცა გარკვეულწილად მიგვანიშნებს ერთობლივი ვარჯიშის სიძლიერეზე. ვარჯიში სინქრონულად მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ  ჯგუფური ვარჯიში, სადაც სინქრონიზებულია მოძრაობები (მაგ. ნიჩბოსნურ ნავებზე), განსაკუთრებულად ეფექტურია სოციალური კავშირების, ამტანობისა და სპორტულ შესაძლებლობების ამაღლების კუთხით. როგორც მკვლევარები მიიჩნევენ გაზრდილი გამძლეობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს “კარგი გრძნობის” ჰორმონების  დიდი რაოდენობით გამოყოფით –  რაც სინქრონიზებული ვარჯიშის დროს  კიდე უფრო მეტად გამოიყოფა. მსგავსი რამ შესაძლებელია მოხდეს ასევე ისეთი ჯგუფური აქტივობების დროს, როგორიცაა თამაშები,  რიტუალები, ცეკვა… ზოგადად, აღმოჩნდა, რომ „სავარჯიშო კონტექსტი“ განსაზღვრავს თუ რამდენად მოქმედებს ვარჯიში ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, სოციალური ურთიერთობებზე, ფიზიკურ ამტანობაზე. რაც უფრო მეტია კონტაქტი ან მხარდაჭერა ვარჯიშის დროს , მით მეტია სარგებელი. ჯგუფური ფიტნეს სესიები უფრო ეფექტურია, როდესაც დასახულია მიზნები, ადგილი აქვს მეგობრულ კონკურენციას, ხდება შედეგების გაზიარება, ადამიანები გრძნობენ, რომ რაღაცის ნაწილს წარმოადგენენ, იდენტობის განცდა აქვთ. კვლევებმა აჩვენა ასევე, რომ ექსტრავერტებს უფრო მეტად ურჩევნიათ ჯგუფური და მაღალი ინტენსივობის ვარჯიში, ვიდრე ინტროვენტებს. ბოლოს და ბოლოს აქტიურობა უკეთესია ვიდრე უმოძრაო ცხოვრება. ასე რომ, იპოვეთ ფიზიკური აქტივობა, რომელიც გიყვართ და მიჰყევით მას – იქნება ეს ფიტნესის გაკვეთილები თუ მარტო ლაშქრობა ველურ ბუნებაში.

Diabetic Ice Cream: Ingredients, Benefits, and Who Should Enjoy It

ქართულ ბაზარზე დიაბეტური ნაყინის მიმართ გაზრდილი  ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგაცნოთ, როგორ იქმნება „პალომას” დიაბეტური ნაყინი, მისი ინგრედიენტები, წარმოების სტანდარტები და რეალური სარგებელი. გთავაზობთ ინტერვიუს „პალომას“ ნაყინის ტექნოლოგთან, მილენა ესაიბეკიანთან. რის საფუძველზე მზადდება დიაბეტური ნაყინი? რომელი ტიპის რძე გამოიყენება რეცეპტურაში და რა ანაცვლებს შაქარს? დიაბეტური ნაყინი სპეციალური რეცეპტურით მზადდება, რომელიც არ შეიცავს ჩვეულებრივ შაქარს და მაქსიმალურად ამცირებს გლუკოზის დონის ზემოქმედებას. კრემოვან სტრუქტურას უცხიმო რძე უზრუნველყოფს, რომელიც ცილების წყაროა, თუმცა არ ზრდის პროდუქტში ცხიმიანობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტიანი ადამიანებისთვის, რადგან უცხიმო რძე არ ტვირთავს მეტაბოლიზმს და არ იწვევს ინსულინის მომატებას ისე, როგორც ცხიმიანი რძის პროდუქტები. ტკბილი გემოს მისაღებად თეთრი შაქრის ნაცვლად ვიყენებთ ფრუქტოზას. ეს ბუნებრივი წარმოშობის დამატკბობელია, რომელიც შაქარზე ტკბილია და შაქართან შედარებით მცირე რაოდენობაც საკმარისია. ფრუქტოზა არ ტოვებს ქიმიური დამატკბობლებისთვის დამახასიათებელ სიმწარეს და “ხელოვნურ“ გემოს. ეფექტურია თუ არა დიაბეტური ნაყინი დიეტის დროს? ვისთვისაა რეკომენდებული? დიაბეტური ნაყინი დაბალკალორიულია და არ შეიცავს თეთრ შაქარს, ამიტომ,  შესაძლებელია  ზომიერად მიირთვან როგორც დიეტური რეჟიმის, ასევე დიაბეტური კვების დროს. რეკომენდებულია მათთვისაც, ვინც აკონტროლებს წონას, იცავს დაბალგლიკემიურ დიეტას ან აქვს შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტური ნაყინი დესერტის ჯანსაღი ალტერნატივაა. მთავარია, ზომიერად მიირთვათ, როგორც დაბალანსებული კვების ნაწილი. რა სახის ლაბორატორიულ შემოწმებას გადის დიაბეტური ნაყინი წარმოებამდე და შემდეგ? „პალომას“ დიაბეტური ნაყინი მაღალი ხარისხის ევროპული ნედლეულისგან მზადდება, რომელიც წარმოებამდე გადის მიკრობიოლოგიურ და ორგანოლეპტიკურ ლაბორატორიულ შემოწმებას. საწარმოში თითოეული პარტია მოწმდება როგორც მიღებისას, ასევე წარმოებისას. კონტროლდება ტექნოლოგიური პროცესი, ნაყინის სტრუქტურა და ტემპერატურა. მზა პროდუქტი გადის მიკრობიოლოგიურ და ორგანოლეპტიკურ ანალიზს. რა გემოები აქვს „პალომას“ დიაბეტურ ნაყინს? „პალომა“ მომხმარებელს სთავაზობს დიაბეტური ნაყინის ორ საყვარელ არომატს: მარწყვისა და შოკოლადის. მარწყვის არომატი გამოირჩევა მსუბუქი ხილის ნატურალური გემოთი, ხოლო შოკოლადის ვერსია –  ბუნებრივი კაკაოს დამატებით.

Why We’ve Loved Ice Cream Since Childhood - What Science and Psychology Tell Us

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ გემო, რომელიც თქვენში ღიმილს იწვევს – ეს დიდი ალბათობით ნაყინია! ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ნაყინის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის! ძველ ჩინეთშიც კი მიირთმევდნენ თოვლის, ხილისა და თაფლისგან დამზადებულ დესერტს. ძველ რომში დიდგვაროვნები ნაყინს ხილის წვენებთან ერთად მიირთმევდნენ. თუმცა, ჩვენთვის ნაყინი, როგორი ფორმითაც მას ვიცნობთ, მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამოჩნდა იტალიასა და საფრანგეთში. მას შემდეგ, ის, ალბათ, ზაფხულის მთავარი გემო და ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა.  შეუძლებელია არ გაგეღიმოს, როცა გახსენდება, როგორ ჩამოატარებდნენ ეზოში ვაფლის ჭიქიან ნაყინს. ზოგს ნაყინი ჯოხზე ახსენდება, ზოგს კი მეტალის ჭიქაში მოთავსებული ვანილის სამი ბურთულა, მოხეხილი შოკოლადითა და ბედნიერების გემოთი. ზოგსაც   ნაყინის გახსენებაზე  თვალწინ კონუსის ფორმის პლომბირი წარმოუდგება, თეთრ ქაღალდში გახვეული, თხელი შოკოლადის გარსით. გაგეღიმათ? – მაშინ, სტატიის კითხვა აუცილებლად გააგრძელეთ! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკბილეულისა და ცივის ერთდროული კომბინაცია პირდაპირ ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხს აგებს სიამოვნებაზე –  ამას ჰედონური ცენტრი ეწოდება. ერთ-ერთ კვლევაში ლონდონის ინსტიტუტმა დააფიქსირა, რომ ნაყინის ჭამის დროს აქტიურდება ტვინის ქერქის ნაწილი  – ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ბედნიერების, ემოციური კმაყოფილებისა და სიამოვნების განცდებს წარმოქმნის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი, ნაყინი ხშირად ასოცირდება უსაფრთხო, მზრუნველ გარემოსთან. ჩვენში ის იწვევს ე.წ. ემოციურ ჩაბეჭდვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში ჩვენთვის ნაყინი დაჯილდოებასთან, სასიამოვნო გასეირნებასთან, ან ზაფხულის თავგადასავალთან ასოცირდება. შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ, მაგრამ… როცა  ვჭამთ ნაყინს, მისი არამარტო გემო გვიყვარს –  ჩვენ ფსიქოლოგიურად ვუბრუნდებით იმ პერიოდს, როცა ყველაფერი მარტივი, მზიანი და ტკბილი იყო. ცოტა სტატისტიკაც: ამერიკელების 87% ამბობს, რომ ბავშვობის მოგონებებისას პირველ რიგში ნაყინს იხსენებს. იაპონიაში ჩატარებულ კვლევაში კი აღმოჩნდა, რომ დილის საათებში ნაყინის მირთმევა ზრდის ყურადღებასა და რეაქციის სიჩქარეს. ასევე ფინეთში არსებობს ტერმინი “jäätelöhetki” –  რაც ნიშნავს “ნაყინის მომენტს”. ტრადიციულად მას იყენებენ ემოციური წახალისების ან შესვენების სიმბოლოდ. ცოტა საკვები ნივთიერება, ცოტა ცივი ტექსტურა, ბევრი მოგონება და უზარმაზარი დოფამინის აფეთქება — აი ასე გვიყვარს ნაყინი. და არა, საქმე არც შაქარშია და არც ტრადიციაში, საქმე იმ პატარა, შინაგან ღიმილშია, რომელსაც ვგრძნობთ პირველივე ლუკმაზე. ქართველებს ძალიან უყვართ ნაყინი, რაც ამ პროდუქტისადმი მაღალი მოთხოვნით დასტურდება. უყვართ არა მხოლოდ როგორც დესერტი, არამედ როგორც ემოციური გამოცდილება, ზაფხულის განუყოფელი ნაწილი და ბავშვობის სიხარული. მომხმარებლის ფავორიტი გემოები არის მარწყვი, შოკოლადი და ვანილი — კლასიკა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა, არანაკლებ მოთხოვნადია კრემ ბრულე, ფსტა და სტრაჩატელა – იტალიური გემოებით გაჯერებული სიამოვნება. ნაყინის ერთ-ერთი მწარმოებელი ქართული კომპანია “პალომა“, რომელიც  უკვე 15 წელზე მეტია ქმნის უმაღლესი ხარისხის ნაყინს ევროპული ნედლეულით. გარდა კლასიკური და პრემიუმ გემოებისა, “პალომა“ მომხმარებელს სთავაზობს უშაქრო ნაყინსაც, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც შაქარს ერიდება, მაგრამ სიამოვნებაზე არ სურს თქვას უარი. ეს ნაყინი შაქარს დანამატის სახით არ შეიცავს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გემრიელი შეიძლება იყოს ჯანსაღიც. “პალომას“ ნაყინები მზადდება უმაღლესი ხარისხის ევროპული ნედლეულითა და ნაღების კარაქით, რაც იძლევა განსაკუთრებულ, დახვეწილ გემოვნურ მახასიათებლებს.

How Ice Cream Helps Us Cope with Stress

თუ ოდესმე ცუდად გიგრძნიათ თავი და ნაყინის ჭამის შემდეგ ხასიათი გამოგისწორდათ, გეცოდინებათ, რომ გემრიელი ნაყინის პირველივე კოვზი საოცრად აბალანსებს ემოციებს. საინტერესოა, რატომ ვეძებთ შვებას ტკბილ გემოში მაშინ, როცა სტრესი გვაწუხებს? ეს უბრალო კაპრიზი არ არის – ნაყინის სიყვარულის ფესვები ტვინის ქიმიასა და ბავშვობის მეხსიერებებს უკავშირდება. ნაყინი ერთ-ერთი პირველი ტკბილეულია, რომელიც ბავშვობაში გვახარებდა და ჩვენი წარსულის მოგონებებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეზოში ჩამოტარებული პლომბირი, დაბადების დღეები, არდადეგები, ზაფხული და სანაყინეებთან აღმოჩენილი ჯადოსნური ემოციები. ნაყინის ჭამა ჩვენი არაცნობიერი გონებისთვის სიკეთეს, სიმშვიდესა და მზრუნველობას უკავშირდება. სტრესის პირობებში კი ტვინი სწორედ ასეთ “უსაფრთხო ადგილს“ ეძებს და ერთ-ერთი გზა სწორედ ბავშვობის ბედნიერი მოგონებების კადრებად ამოტივტივებაა – ნაყინთან ერთად. როგორ მოქმედებს ტკბილი გემო ტვინის ბედნიერების ცენტრზე? ტკბილი გემო ტვინში ააქტიურებს დოფამინის, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების ჰორმონის გამოყოფაზე. დოფამინი სწორედ ის ქიმიკატია, რომელიც სიხარულს, მოტივაციას და კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ამის გარდა, როცა ტკბილს ვიღებთ, სეროტონინის დონეც იზრდება, რაც ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. ამგვარად, ტკბილი ნაყინი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ბიოქიმიური გზით განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარება. ექსპერტების რჩევები: რომელი გემო დაგამშვიდებთ ყველაზე სწრაფად? ფსიქოლოგებისა და ნუტრიციოლოგების აზრით, სხვადასხვა გემოს ნაყინს შეუძლია სხვადასხვანაირი ემოციური მდგომარეობის შემსუბუქება: ვანილის ნაყინი კლასიკური არჩევანია, რომელიც სიმშვიდესა და ნოსტალგიას იწვევს. შესანიშნავია გადაღლილობის ან გაღიზიანების დროს. შოკოლადის ნაყინი ძლიერი ტკბილი გემოა, რომელიც დოფამინის დონეს განსაკუთრებულად სწრაფად ამაღლებს. იდეალურია, როცა საჭიროა “გონების გამოფხიზლება“, ან როცა სევდიანი ხართ. მარწყვის ან ხილის ნაყინი მსუბუქი და მაცოცხლებელია. ხელს უწყობს განტვირთვას, განსაკუთრებით სიცხეში და გადატვირთულ დღეს. პიტნის ან ფისტის ნაყინი არომათერაპია დესერტში! პიტნა ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით, ხოლო ფისტის არომატი შფოთვას ამცირებს. თუ სტრესის პირობებში ტკბილეულზე გაგირბით თვალი, ეცადეთ ეს იყოს ნაყინი. აირჩიეთ თქვენი საყვარელი გემო, მოთავსდით კომფორტულ გარემოში და მიირთვით შეგნებულად – ისე, რომ ყოველი ლუკმა შეიგრძნოთ. ეს დამშვიდების პრაქტიკაც გახდება, არამხოლოდ გემრიელი ჩვევა. გახსოვდეთ, ნაყინი არ არის უბრალოდ დესერტი, ის შეიძლება გახდეს თქვენი მშველელი, თქვენივე ემოციური მდგომარეობისთვის. როცა სამყაროს ხმაური და ყოველდღიური სტრესი გვფიტავს და გვღლის, პატარა კოვზი ცივი ბედნიერება ნამდვილად არ გვაწყენს.

How to Choose Dairy Products with High Cholesterol and Eat Right

სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი გულის ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ასპექტია. რძის პროდუქტები ბევრი ადამიანის დიეტის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება. რატომ უნდა მიირთვათ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს რძის პროდუქტები შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეზე. ზოგიერთი რძის პროდუქტი უფრო მეტადაა გაჯერებული ცხიმებით, რამაც შეიძლება გაზარდოს ცუდი ქოლესტერინის დონე (LDL), ზოგი კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს გულის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ რძის პროდუქტები და რა უნდა გაითვალისწინოთ. რეკომენდაციებზე გვესაუბრე “დღის“ პროდუქტების კვების ტექნოლოგი, ნინო ბურძგლა. როგორი რძის პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს და რა მნიშვნელობა აქვს მათ ცხიმიანობას? მაღალი ქოლესტერინის დროს ცხოველურ ცხიმებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რძემჟავა პროდუქტი ცხადია შეიცავს ცხოველურ ცხიმს, ამიტომ არ არის რეკომენდებული არაჟანი და სოფლის კარაქი, რადგან ის ხელს უწყობს ქოლესტერინის მომატებას. ასევე, მაგარი ქარხნული ყველიც. ჯობს მიირთვათ იმერული ჭყინტი ყველი. ყურადღება მიაქციეთ ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში. საუკეთესო არჩევანია უცხიმო ან დაბალ ცხიმიანი რძის პროდუქტები: უცხიმო რძე, უცხიმო იოგურტი, უცხიმო ყველი. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო რძის პროდუქტებს, ასევე მათში ცილებისა და კალციუმის შემცველობას.  გაზარდეთ ცილებისა და კალციუმის მიღება. ცილას შეიცავს რძე, იოგურტი, ხაჭო, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კონტროლს. კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა უცხიმო რძის პროდუქტები, დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში. რატომ არ არის რეკომენდებული სოფლის რძე და კარაქი? რატომ ჯობს პასტერიზებული რძე? მოერიდეთ  სოფლის რძის ნაწარმს, რადგან ისინი ცხიმების მაღალი შემცველობით ხასიათდება.  გაჯერებული ცხიმების მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონე, რაც ზრდის გულის დაავადების რისკს. პასტერიზაცია არის რძის გაცხელების პროცესი ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების მოსაკლავად. პასტერიზაცია უზრუნველყოფს რძის უსაფრთხოებას პათოგენური ბაქტერიების განადგურებით, რაც იცავს ნედლი რძის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფექციებისა და დაავადებებისგან. პასტერიზაცია ხელს უწყობს რძის პროდუქტების შენახვის ვადისა და მათი ხარისხის შენარჩუნებას. ამიტომ, ზოგადად კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის. რა სიხშირით შეიძლება მივირთვათ რძის პროდუქტები, თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი? რძის პროდუქტები ცილის, კალციუმის და სხვა საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა. მათი რეგულარული მოხმარება, როგორც დაბალანსებული დიეტის ნაწილი, დაეხმარება ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ასე რომ, მაღალი ქოლესტერინის დროს რძის პროდუქტების მოხმარების სიხშირე უნდა იყოს დაბალანსებული ზომიერების გათვალისწინებით, უცხიმო ვარიანტების არჩევითა და პერსონალური რეკომენდაციებისთვის სამედიცინო პროფესიონალთან კონსულტაციით. აუცილებლად აკონტროლეთ დოზები. ჯანსაღი რძის პროდუქტებიც კი ზომიერად უნდა მოიხმაროთ. კონკრეტულად რომელი რძის პროდუქტებია რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს? უცხიმო/დაბალცხიმიანი ხაჭო  და მაწონი. კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა: გაეცანით პროდუქტის ეტიკეტს: ყურადღება მიაქციეთ რძის პროდუქტებში ცხიმის, კალორიების და დამატებული შაქრის რაოდენობას. ხორცი შეცვალეთ თევზით, ფრინველის ხორცით, პარკოსნებით (ლობიო, ოსპი, ბარდა). უპირატესობა მიანიჭეთ მჭლე მოხარშულ ხორცს, ამოიღეთ ცხიმი ხორციდან, ხოლო ქათმისგან – კანი. რეკომენდებულია კვირაში არაუმეტეს 2-3 კვერცხის გული (ერთად კულინარიაში გამოყენებული კვერცხების ჩათვლით). არ დაივიწყოთ ფაფა და მთელ მარცვლიანი პური (კარაქის გარეშე). სასარგებლოა ფაფით, ნიგვზით, ნუშით, წაბლით, გამომშრალი ხილით. საჭმელი მოხარშეთ, ორთქლზე მოამზადეთ ან გამოაცხვეთ.   მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზომიერად და მრავალფეროვნებით იკვებოთ, რათა უზრუნველყოთ მაღალი ქოლესტერინისთვის ოპტიმალური რაციონი.

What You Should Know if Your Child Drinks One Glass of Milk a Day

ბავშვის ყოველდღიურ რაციონში რძეს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ეს სასმელი უამრავი საკვები ნივთიერების წყაროდაა აღიარებული (კალციუმი, ვიტამინი D, ფოსფორი, პროტეინი და ცილა). რძე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, რადგან შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე, ამცირებს მეხსიერების დაქვეითების რისკს და ეხმარება თქვენს პატარას მშვიდად დაძინებაში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ასაკიდანაა რეკომენდებული ბავშვის კვების რაციონში ძროხის რძის დამატება და საკმარისია თუ არა დღეში ერთი ჭიქა რძე ბავშვის კვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რძის სარგებელი ძროხის რძე კალციუმის მდიდარი წყაროა. სწორედ კალციუმია “პასუხისმგებელი“ ძვლის განვითარებასა და ზრდაზე. რძე ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმში D ვიტამინის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია კალციუმის შეწოვისა და იმუნური ფუნქციისთვის. გარდა ამისა, რძე შეიცავს პროტეინს, რომელიც აუცილებელია ქსოვილის კონსტრუქციისა და აღდგენისთვის. ძროხის რძის შეტანა ბავშვის კვების რაციონში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და სწორად შერჩეული რძის ტიპი. ასაკობრივი რეკომენდაციები: 1 წლამდე: ძროხის რძე არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის. მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული. დედის რძე ან ხელოვნური ფორმულა,  ამ ეტაპზე კვების იდეალურ წყაროდ რჩება. 1-2 წელი: პასტერიზებული რძე ზოგადად რეკომენდებულია 1-2 წლის ბავშვებისთვის. რძეში ცხიმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ძვლების სწრაფ ზრდასა და ტვინის განვითარებას. 2+ წელი: როგორც კი ბავშვი 2 წელს მიაღწევს და მიირთმევს მრავალფეროვან ჯანსაღ საკვებს, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიყვანოთ დაბალცხიმიან  ან უცხიმო რძეზე. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ გაჯერებული ცხიმების მიღება, ამავდროულად ორგანიზმს მიაწვდით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა კალციუმი და ვიტამინი D. რძეში ცხიმის პროცენტული რეკომენდაციები 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: რეკომენდებულია პასტერიზებული რძე ( 2,5% – 3,25% ცხიმიანობით) 2+ წელი: (0% -2,5% – მდე ცხიმიანობით) (შერჩევა ხდება  ბავშვის დიეტური საჭიროებებისა და პრეფერენციების მიხედვით). შენიშვნა: ყველა ბავშვი უნიკალურია და მათი კვების საჭიროებები შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკის, აქტივობის დონისა და საერთო ჯანმრთელობის მიხედვით.  რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია  პედიატრთან ან დიეტოლოგთან, რათა დადგინდეს რძის შესაფერისი ტიპი თქვენი ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებისთვის. პასტერიზებული რძის უპირატესობები პასტერიზაცია არის რძის გაცხელების პროცესი გარკვეულ ტემპერატურაზე ბაქტერიების მოსაკლავად. პასტერიზებული რძე ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნედლი რძე, რადგან მას განვლილი აქვს პასტერიზაციის პროცესი, რომელიც კლავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გამოწვევა. გარდა ამისა, პასტერიზებული რძე უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს სოფლის რძესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ რძეს აქვს მთელი რიგი კვებითი სარგებელი, დღეში მხოლოდ ერთი ჭიქის დალევამ შეიძლება ვერ შეავსოს კალციუმის რეკომენდებული დღიური დოზა, რომელიც 4-8 წლის ბავშვებისთვის არის 1000 მლ, ხოლო 9-18 წლის ბავშვებისთვის 1300 მლ. ერთი ჭიქა რძე ჩვეულებრივ უზრუნველყოფს დაახლოებით 300 მლ კალციუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ  საჭიროა ბავშვის რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების შეტანა. ანალოგიურად, D ვიტამინის რეკომენდაციები განსხვავდება ასაკისა და მზის ზემოქმედების მიხედვით, მაგრამ ერთმა ჭიქა რძემ შეიძლება ვერ  უზრუნველყოს სრული რეკომენდებული რაოდენობა. თუ თქვენი ბავშვი დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა რძეს სვამს, დაამატეთ მის რაციონში კალციუმით მდიდარი სხვა პროდუქტიც. ასეთებია:  ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, მარცვლეული, იოგურტი, ყველი და ნუში. D ვიტამინისთვის გაზარდეთ მზის უსაფრთხო ზემოქმედება და გაითვალისწინეთ დიეტური წყაროები, როგორიცაა ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული. გაითვალისწინეთ: თუ თქვენს შვილს აქვს ლაქტოზას აუტანლობა, აირჩიეთ ულაქტოზო რძე, ან მისი ალტერნატივა:  ნუშის, სოიოს ან შვრიის რძე, რომელიც გამდიდრებული  იქნება კალციუმითა და D ვიტამინით.

Which Fish Should We Eat in Summer and Why

ზა­ფხუ­ლი იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დია მსუ­ბუ­ქი, ცი­ლე­ბით მდი­და­რი და ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად – თევ­ზი კი ამ მხრივ შე­უც­ვლე­ლია. თუმ­ცა ყვე­ლა თევ­ზი ერ­თნა­ი­რად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის ზა­ფხუ­ლის მე­ნი­უ­ში. ზა­ფხულ­ში ნაკ­ლე­ბად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ცხი­მი­ა­ნი და მძი­მე თევ­ზის სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან ისი­ნი უფრო რთუ­ლი მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია და ცხელ ამინ­დში შე­საძ­ლოა კუ­ჭის სიმ­ძი­მე და დის­კომ­ფორ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი სწრა­ფად ფუჭ­დე­ბა, რაც ზრდის მო­წამ­ვლის ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის რისკს. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში სჯობს უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოთ მსუ­ბუქ, ცი­ლე­ბით მდი­დარ და ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ან თევზს, რო­მე­ლიც უფრო მარ­ტი­ვი მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია. გთა­ვა­ზობთ იმ თევ­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც ზა­ფხულ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი, სა­სარ­გებ­ლო და სე­ზო­ნუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია: ორაგული ორა­გუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით, რაც ამ­ცი­რებს ან­თე­ბით პრო­ცე­სებს ორ­გა­ნიზ­მში, აუმ­ჯო­ბე­სებს გუ­ლის ფუნ­ქცი­ას, კა­ნი­სა და თმის სტრუქ­ტუ­რას, და ხელს უწყობს ტვი­ნის უკე­თე­სად მუ­შა­ო­ბას. ზა­ფხულ­ში ბევ­რს ურ­ჩევ­ნია სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მსუ­ბუ­ქი კერ­ძე­ბი — ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში იდე­ა­ლუ­რია. ის იდე­ა­ლუ­რია ცივ სა­ლა­თებ­ში, მარ­ცვლო­ვა­ნი პუ­რის სენდვი­ჩებ­ში, ლი­მო­ნი­სა და ახა­ლი მწვა­ნი­ლის თან­ხლე­ბით. ზა­ფხულ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად თევ­ზის შე­ნახ­ვი­სას. ამ მხრივ, ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი, რო­მე­ლიც შე­ფუ­თუ­ლი და ვა­კუ­უ­მი­რე­ბუ­ლია, მე­ტად უსაფრ­თხო და სტა­ბი­ლუ­რია ხა­რის­ხით. ასე­თი პრო­დუქ­ტი იო­ლად ინა­ხე­ბა მა­ცი­ვარ­ში და ნაკ­ლე­ბად იწ­ვევს მო­წამ­ვლის ან ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის რისკს, რაც ზა­ფხუ­ლის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქაშაყი ქა­შა­ყი ასე­ვე მდი­და­რია ომე­გა-3 ცხი­მე­ბით, B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით და რკი­ნით. ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც ტრა­დი­ცი­უ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია ზა­ფხულ­ში — რო­გორც სწრა­ფი საჭ­მე­ლი, “ცივი კერ­ძე­ბის მეფე“. ქა­შა­ყის ფი­ლეს სა­ლა­თი სრუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მინს. იდე­ა­ლუ­რია მო­ხარ­შულ კარ­ტო­ფილ­თან, ხახვთან და კა­მას­თან ერ­თად, ასე­ვე მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გიძ­ლია ბუ­ტერბრო­დებ­ში, კვერ­ცხთან, მწვა­ნილ­თან ან ლა­ვაშ­თან. გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­შა­ყი (მაგ. მა­რილ­ში) იდე­ა­ლუ­რია ცხე­ლი ამინ­დის­თვის — ის მზა პრო­დუქ­ტია! რჩე­ვა: შე­არ­ჩი­ეთ მსუ­ბუ­ქად და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ქა­შა­ყი, გა­და­ავ­ლეთ წყა­ლი ან რძე სიმ­ლა­შის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. მოივა ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი მო­ი­ვა ნაკ­ლე­ბად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, ცი­ლე­ბი­თა და ომე­გა-3 მჟა­ვე­ბით მდი­და­რი თევ­ზია, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია და ენერ­გი­ით გამ­დიდ­რე­ბულ, და­ბალ­კა­ლო­რი­ულ რა­ცი­ონ­ში მშვე­ნივ­რად ჯდე­ბა. ის ასე­ვე კარ­გი წყა­როა D ვი­ტა­მი­ნი­სა და სე­ლე­ნის, რაც იმუ­ნურ სის­ტე­მა­სა და ძვლის ჯან­მრთე­ლო­ბას უწყობს ხელს. ზა­ფხულ­ში ორ­გა­ნიზ­მი ხში­რად ითხოვს მარ­ტივ, ცივ და მსუ­ბუქ ცი­ლო­ვან პრო­დუქტს — ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი მო­ი­ვა სწო­რედ ასე­თია. მისი არო­მა­ტუ­ლი ტექ­სტუ­რა და ბუ­ნებ­რი­ვი მა­რი­ლო­ვა­ნი გემო იდე­ა­ლუ­რად ეხა­მე­ბა ახალ კიტრს, ლი­მონს, ქერ­ქი­ან პურს ან რუ­კო­ლას სა­ლათს. იდე­ა­ლუ­რია სენდვი­ჩე­ბის­თვის, თევ­ზის და­ფა­ზე ლა­მა­ზად გან­ლა­გე­ბის­თვის, ან რო­გორც სა­ლა­თის მსუ­ბუ­ქი პრო­ტე­ი­ნუ­ლი და­მა­ტე­ბა.

How to Store Smoked Fish Properly Without Losing Its Flavor

შებოლილი თევზი უნიკალური გემოთი და არომატით გამოირჩევა, თუმცა მისი შენახვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. არასწორ პირობებში ის შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და დაკარგოს თავისი მდიდარი, სასიამოვნო გემო. მოდი გავარკვიოთ, რამდენი ხანი ინახება სხვადასხვა ტიპის შებოლილი თევზი მაცივარში, როგორ უნდა შევინახოთ ის სწორად და რომელ ჭურჭელშია რეკომენდებული მისი მოთავსება. რამდენი ხანი ინახება შებოლილი ქაშაყი მაცივარში? ქაშაყი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შებოლილი თევზია. თუმცა მისი შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა დამუშავებული: ცივად შებოლილი ქაშაყი ქაშაყი ცივად შებოლილი Darfresh ვაკუუმშეფუთვით – ძალიან გემრიელი, მკვრივი, ზომიერად მარილიანი პროდუქტია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო თევზის სახეობაა, რომელიც გაჯერებულია ორგანიზმისათვის სასარგებლო და საჭირო ვიტამინებით. პროდუქტი ინახება მაცივარში (+2…8°C) შეფუთვაზე მითითებული გამოშვების თარიღიდან 45 დღე თუ ჰერმეტულად არის შეფუთული. ჰერმეტულობა უზრუნველყოფს პროდუქტის მაქსიმალურ ვარგისიანობას.თუ შეფუთვა გახსნილია, უმჯობესია პროდუქტი 5–7 დღის განმავლობაში მიირთვათ. შუშის კონტეინერი – იდეალური არჩევანია, რადგან არ შთანთქავს სუნს და ინარჩუნებს თევზის ბუნებრივ არომატს. თუ მაცივარში ინახავთ, გაახვიეთ მჭიდროდ ალუმინის ქაღალდში („ფოლგაში“), პერგამენტის ქაღალდში ან საკვების ცელოფანში, შემდეგ მოათავსეთ პლასტმასის ან შუშის კონტეინერში, რათა არ გავრცელდეს სუნი. ცივად შებოლილი სკუმბრია მკვრივ სტრუქტურითა და შესანიშნავი გემოთი. სპეციალური “Darfresh“ შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტის გემოვნური თვისებების შენარჩუნებას და იცავს მას გარემო ზემოქმედებისგან. თუმცა, თევზის გრძელვადიანი შენახვა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. რამდენ ხანს ინახება სკუმბრია? ჰერმეტულად დახურული (გაუხსნელი შეფუთვა) მაცივარში (+2…+8°C) ინახება 45 დღე, შეფუთვაზე მითითებული გამოშვების თარიღიდან. თუ შეფუთვა არ გახსნილა, უმჯობესია Darfresh-ის ორიგინალურ შეფუთვაში შეინახოთ მაცივარში.გახსნილი შეფუთვა მაცივარში (+2…+8°C) ინახება 5–7 დღე (უკეთესია სწრაფად მიირთვათ). გახსნილი შეფუთვა უმჯობესია გადავიტანოთ შუშის კონტეინერში მჭიდრო თავსახურით, რათა არ შეიწოვოს სხვა პროდუქტების სუნი. შეფუთეთ საკვების ცელოფანში, პერგამენტის ქაღალდში ან ფოლგაში და მოათავსეთ კონტეინერში, თუ არ გაქვთ შუშის ჭურჭელი. რომელ ჭურჭელში შევინახოთ შებოლილი თევზი? შუშის კონტეინერი – იდეალურია, რადგან არ იღებს სუნს და ინარჩუნებს არომატს. ვაკუუმური შეფუთვა – ჰაერისგან იზოლირება თევზის შენახვის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის. ფოლგა ან საკვების ცელოფანი – თუ სხვა ვარიანტი არ გაქვთ, შეფუთეთ თევზი მჭიდროდ. არასასურველია: პლასტმასის კონტეინერი – თუ თევზი უშუალოდ პლასტმასასთან შეხებაშია, შესაძლოა უსიამოვნო გემო მიიღოს. მეტალის ჭურჭელი – შესაძლოა რეაქციაში შევიდეს და გემო შეცვალოს. როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი ისე, რომ არ დაკარგოს არომატი? შეფუთეთ მჭიდროდ: თუ ქაღალდში გახვეულ თევზს ინახავთ, დარწმუნდით, რომ ზედმეტი ჰაერი არ შედის. გამოიყენეთ ჰერმეტული პარკი ან კონტეინერი. არ შეინახოთ სხვა პროდუქტებთან ერთად: შებოლილი თევზი ძალიან არომატულია, ამიტომ უმჯობესია ცალკე კონტეინერში მოათავსოთ, რათა სხვა პროდუქტებმა არ შეიწოვოს მისი სუნი. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შებოლილი თევზი არ გაფუჭდეს? არ შეინახოთ მაცივრის კართან – ტემპერატურის ხშირი ცვლილება უარყოფითად მოქმედებს პროდუქტის შენახვაზე. არ გახსნათ შეფუთვა, თუ მალე არ აპირებთ გამოყენებას – ჰერმეტული შეფუთვა მნიშვნელოვნად ზრდის თევზის შენახვის ვადას. არ შეინახოთ ძალიან ნოტიო ან მშრალ გარემოში – იდეალური ტენიანობა 70-80% უნდა იყოს.   შებოლილი თევზის გემოსა და ხარისხის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ სწორად შეინახავთ მას. ცივად შებოლილი ქაშაყი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე ცხლად შებოლილი, ხოლო ჰერმეტული შეფუთვა მისი ვარგისიანობის ვადას მნიშვნელოვნად ზრდის. დაიცავით ზემოთ მოცემული რჩევები და ყოველთვის გექნებათ სასიამოვნო, არომატული და უგემრიელესი შებოლილი თევზი!

Cookies are used on the website

Our website uses cookies to refine and improve the services we offer. In case of rejection, you decline the use of cookies, except for strictly necessary cookies. For more information, please see Our Cookie Policy.