News

8-წლიანი მხარდაჭერა აგრარულ განათლებაში – NMG-ის სტიპენდიის პროგრამა გრძელდება

ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სტუდენტების წახალისებას განაგრძობს. პროექტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და უკვე 8 წელია, ახალგაზრდებს თანმიმდევრულ ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.

პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების მოტივაციის გაზრდას და სურსათის ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიანტები ანნა ჭიღლაძე, ნანო გოგბერაშვილი, ლაშა გალდავა და ანა კვირკვია არიან. ოთხივე მათგანი ამბობს, რომ სტი­პენ­დი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით შრომის დაფასება იგრძნეს.


ლაშა გალდავა:
„ჩემს თავს ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გად ვხე­დავ. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ეს კონ­კრე­ტუ­ლად ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა იყოს. სწო­რედ ამი­ტომ ჩემ­თვის ეს სტიპენდია კი­დევ უფრო და­სა­ფა­სე­ბე­ლი იყო.“

ანა კვირკვია:
„მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო სტიპენდიის მიღება. ამან კიდევ უფრო გამიზარდა მოტივაცია და დამანახა, რომ შრომა ნამდვილად ფასდება.“

ნანო გოგბერაშვილი:
„ასეთი მხარდაჭერა გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შრომა ფასდება. ეს დიდ სტიმულს გვაძლევს განვითარებისთვის.“

ანნა ჭიღლაძე:
„პროგრამა ბევრად მეტია, ვიდრე სტიპენდია. ის გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიცნოთ სფერო და პრაქტიკაში დავინახოთ ჩვენი მომავალი პროფესია.“

პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. მისი ბიუჯეტი წლების განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა და დღეს,  18 000 ლარს შეადგენს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის სტაბილურობას და გრძელვადიან ხედვას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სის მიდ­გო­მაა, და­ეხ­მა­როს იმ ინ­დუსტრი­ას, რო­მელ­საც თავად წარ­მო­ად­გენს.

Share:

Cookies are used on the website

Our website uses cookies to refine and improve the services we offer. In case of rejection, you decline the use of cookies, except for strictly necessary cookies. For more information, please see Our Cookie Policy.