სიახლეები

მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნა – სტრატეგიული ნაბიჯი NMG-ის გაძლიერებისკენ

NMG განაგრძობს მყარი ბიზნეს გარემოს შექმნასა და ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას, რაც ჯგუფში შემავალი კომპანიების განვითარების ფუნდამენტია. სწორედ ამ სტრატეგიული ხაზის ნაწილია შპს „ნიკორას“ მიერ ხორცპროდუქტების ახალი, მასშტაბური საწარმოო კომპლექსის ამოქმედება. აღნიშნული ნაბიჯი NMG-ისთვის 27-წლიანი საქმიანობის ერთგვარი შეჯამება და ჯგუფის პოზიციების გამყარებისკენ მიმართული უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

ახალი საწარმოს მშენებლობის ფარგლებში 45 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ექსპლუატაციაში შევიდა წარმოება, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ – აღმოსავლეთ ევროპაში. საწარმოში დაინერგა RFID სისტემები, რაც პროცესების სრულ ციფრულ კონტროლს, ეფექტიან მართვასა და პროდუქციის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

გარდა ტექნოლოგიური უპირატესობისა, NMG-სთვის ეს პროექტი მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევა: ენერგოსაჭიროების დიდ ნაწილს მზის პანელები ფარავს, რის შედეგადაც ახალი ქარხანა ძველზე 2-ჯერ ენერგოეფექტური და 3-ჯერ მოცულობითია. შედეგად, წარმოება 2,5-ჯერ იზრდება, რაც დამატებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის.

ამ მასშტაბის საწარმოს ამოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს NMG-ის როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჯგუფი აგრძელებს ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რაც გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

 

გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.