სიახლეები

NMG აგრძელებს განათლების განვითარებისკენ მიმართულ პროექტს რეგიონებში

განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სადაც გრძელვადიანი მხარდაჭერა რეალურ ცვლილებებს ქმნის. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება NMG-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგია, რომლის მთავარი ღერძიც განათლების თანმიმდევრული მხარდაჭერა და თანაბარი შესაძლებლობების გაძლიერებაა.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი 2022 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საჯარო სკოლების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში NMG სკოლებს კომპიუტერებითა და სასკოლო ბიბლიოთეკით ეხმარება, ხოლო მოსწავლეებს ინდივიდუალურ საკანცელარიო საჩუქრებს გადასცემს. პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი, თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

პროექტი ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონს ფარავს და საჭიროებების მიხედვით ვითარდება. ამჯერად NMG-ის გუნდი გურიას ესტუმრა, სადაც საჩუქრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდის საჯარო სკოლებს გადაეცა.

სკოლების წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ეხმარება როგორც მოსწავლეებს, ისე – მასწავლებლებს, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა შედარებით შეზღუდულია.

NMG-ის CSR მიმართულება ეფუძნება იდეას, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი სოციალური გავლენის მქონე ნაბიჯია. სწორედ ამიტომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ რეგიონსა და სკოლას მოიცავს.

გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.