სიახლეები

NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში კიდევ 4 რეგიონულ სკოლას საჩუქრები გადაეცა

განათლების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, NMG-ის გუნდმა კიდევ ოთხ რეგიონულ საჯარო სკოლას საჩუქრები გადასცა. პროექტის 2026 წლის შემოდგომის ეტაპზე მხარდაჭერა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრებისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლებმა.

სკოლებს გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი წიგნები, მოსწავლეებს კი – ინდივიდუალური საკანცელარიო ნაკრებები, რაც სასწავლო პროცესის ყოველდღიურ მხარდაჭერასა და მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

რეგიონული სკოლების მხარდაჭერის პროექტი NMG-ის CSR საქმიანობის ფარგლებში 2022 წლიდან ხორციელდება. ინიციატივა ყოველწლიურად 8 რეგიონული სკოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს და სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება.

ინიციატივის მიზანია რეგიონულ სკოლებში საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება და მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა რაიონში საჯარო სკოლებს მოიცავს.

გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.