როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი თევზი

04.02.2026
2 წუთში წასაკითხი

თევზი ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი შერჩევა მაღაზიაში ან ბაზარზე ხშირად რთულ ამოცანად იქცევა. როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი პროდუქტი ცუდი ხარისხის პროდუქტისგან და როგორ ამოვიცნოთ ნამდვილად ახალია თუ არა თევზი?

სწორედ ამიტომ, კომპეტენტური რჩევების მისაღებად, „ოკეანეს“ ტექნოლოგს, ლევან თომაშვილს დავუკავშირდით.

როგორ აარჩიოთ ხარისხიანი თევზი:

პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას?

ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად:

  • თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული.
  • კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს.


როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები როგორი აქვს?

შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

  • შებოლილი თევზის პირველი ნიშანი მისი სუნია. თუ სუნი ძლიერი და უარყოფითია (არომატი გაუარესებულია), ეს ნიშნავს, რომ თევზი აღარ არის კარგი ხარისხის და შეიძლება უსაფრთხო არ იყოს;
  • შებოლილი თევზის კანი უნდა იყოს გლუვი და მბზინავი, თუ კანი გამხმარია ან ფენები დაზიანებულია, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაბალი ხარისხის თევზს;
  • კარგი ხარისხის შებოლილი თევზი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის, თუ შეფუთვაში წვენია დაგროვილი, ან სითხე უჩვეულოდ მეტია, მაშინ ეს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს და უნდა მოვერიდოთ შეძენას;
  • სწორი შენახვის პირობები უზრუნველყოფს თევზის გემოსა და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ასევე დაბალ რისკს ინფექციებისა და დაბინძურებისგან;
  • შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში სადაც ტემპერატურა არის (0 +8°C) 45 დღის განმავლობაში (შეფუთულ მდგომარეობაში, ვაკუუმ გარემოში);
  • შეფუთვის გახსნის შემდეგ, აუცილებლად უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში, თავზე დავახურავთ, რათა ჰაერთან ნაკლებად იყოს შეხებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ 2 დღის მანძილზე;
  • შებოლილი თევზის შენახვა მოიცავს გადამუშავებული თევზის სწორ პირობებში შენახვას: ან გაყინვას (-18°C ან დაბალ ტემპერატურაზე) ან გრილ ადგილას (0+8°C), სადაც ის სწორ შეფუთვაში იქნება.

როგორ შევინახოთ პრესერვები სწორად

როცა პრესერვს იძენთ, დარწმუნდით, რომ მას აქვს ვარგისიანობის ვადა. რჩევაა, რომ შეარჩიოთ ისეთი პრესერვები, რომლებიც ჰერმეტულად არის დახურული და შეფუთვა არ არის დაზიანებული.

დაზიანებული შეფუთვა ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შესაძლოა განიცდიდა ზემოქმედებას ან ჰაერის შეჭრას, რამაც შესაძლოა გააფუჭოს პროდუქტი.

მწარმოებლის შემოწმება: დარწმუნდით, რომ პრესერვები წარმოებულია ნდობით აღჭურვილი მწარმოებლის მიერ. მოძებნეთ ცნობილი და სანდო ბრენდები, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხი.

პრესერვის გახსნის შემდეგ, უმჯობესია, გამოიყენოთ იგი 72 საათის განმავლობაში. ხშირად, გახსნილი პროდუქტი კარგავს ხარისხს, მისი გემო და კვებითი ღირებულება კი თანდათანობით მცირდება.

პრესერვები უნდა ინახებოდეს მაცივარში (0 +8°C). გახსნილი პრესერვის კონტეინერიდან პროდუქტი უნდა გადაიტანოთ ჰერმეტულ პლასტმასის ან მინის ჭურჭელში, რათა შესანახად უფრო უსაფრთხო იყოს და თავიდან აიცილოთ კონტაქტი ჰაერსა და ბაქტერიებთან.

მარკირების ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხზე

არსებობს მარკირების რამდენიმე სისტემა, რომლებიც მიგვანიშნებს თევზის ხარისხსა და წარმოების სტანდარტებზე. ამ ნიშნების მიზანია დაადასტუროს, რომ წარმოება მიმდინარეობს შესაბამისი წესებისა და რეგულაციების დაცვით, რაც უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

  • ISO (International Organization for Standardization): ISO სერტიფიკაცია მიუთითებს ხარისხის მართვისა და სტანდარტების დონეზე. ეს ადასტურებს, რომ თევზის წარმოება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
  • HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points): HACCP-ის სერტიფიკატი მიუთითებს, რომ თევზის წარმოება და დამუშავება მოხდა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
  • ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“. ეს მარკირებები მიუთითებს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსხვავებული ტექნოლოგიებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.
გაზიარება:

ვებსაიტზე გამოიყენება ქუქი-ფაილები

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურება. უარყოფის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, გარდა მკაცრად აუცილებელი ქუქი-ფაილებისა. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკა.