სოსისის სწორად მომზადების წესები “შეფმაისტერისგან”

06.08.2026
2 minute read

ერთი შეხედვით, სოსისის მომზადებაზე მარტივი არაფერია: დადებ ტაფაზე ან ჩააგდებ წყალში და რამდენიმე წუთში მზადაა. თუმცა, ბევრს გამოუცდია ის იმედგაცრუება, როდესაც შეწვისას სოსისის კანი სკდება, მთელი წვენი გარეთ გადმოედინება და თეფშზე ოქროსფერი, წვნიანი სოსისის ნაცვლად მშრალი, უგემური პროდუქტი გვრჩება. ხშირად პრობლემებს ვაწყდებით სოსისის მოხარშვის დროსაც, გვისკდება და სასურველ, გემრიელ შედეგს ვერ ვიღებთ.

 

იმისათვის, რომ ეს გავრცელებული შეცდომები თავიდან ავირიდოთ, “შეფმაისტერი“ გირჩევთ:

  • სოსისის შეწვისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 160-დან 180°C-მდე- ყველაზე გავრცელებული შეცდომა სოსისის გადახურებულ, ძალიან ცხელ ტაფაზე ან გრილზე დადებაა , რაც მომენტალურად იწვევს კანის გასკდომას;
  • მოხარშვისას სოსისი უნდა მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურის წყალში, როგორც კი წყალი ადუღების წერტილს მიაღწევს, მაქსიმუმ 2 წუთში უნდა გამოვრთოთ. ასე სოსისი იდეალურად გათბება და წვნიანობასაც სრულად შეინარჩუნებს;
  • სოსისის ტაფაზე შეწვის დროს, ბევრი ცხიმის გამოყენება არ არის საჭირო, სულ რაღაც 2-3 წვეთი მცენარეული ცხიმი ან ცოტა კარაქი საკმარისია იდეალური შედეგის მისაღებად.

 

აირჩიეთ ხარისხიანი სოსისი, მაგალითად გრილმენი, გაითვალისწინეთ “შეფმაისტერის“ რჩევები და გვერწმუნეთ, თქვენი საყვარელი პროდუქტი იმედს არასდროს გაგიცრუებთ.

Share:

Cookies are used on the website

Our website uses cookies to refine and improve the services we offer. In case of rejection, you decline the use of cookies, except for strictly necessary cookies. For more information, please see Our Cookie Policy.